რეგიონი
წებელდასა და ნაღვალოუში რუსი სამხედროების წვრთნა მიმდინარეობს

აფხაზეთში დისლოცირებული რუსული ბაზის ახალწვეულებმა თანამედროვე ჯავშანტრანსპორტიორების БТР-82АМ ათვისება დაიწყეს.


ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური იტყობინება. წვრთნები წებელდისა და ნაღვალოუს პოლიგონებზე მიმდინარეობს.

სწავლების მომდევნო ეტაპებზე, სამხედროები ტაქტიკურ, საინჟინრო და სადაზვერვო მომზადებას გაივლიან.

სულ, ღონისძიებებში, 500 სამხედრო მოსამსახურე და 90 ერთეული სამხედრო ტექნიკა ჩაერთვება.

 

Print