რეგიონი
ზუგდიდში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა (ვიდეო)
კომბინატის კულტურის ცენტრ "ოდიშში" ჯგუფებმა „under 7” და "მიქსი" საქველმოქმედო კონცერტი გამართეს. გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა 38 წლის სოფიკო სამუშიას გადაეცემა. 

აქციის ჩატარების იდეა მის თანამშრომლებს ეკუთვნით. ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის,  ქალაქ ზუგდიდის სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის დირექტორის მარინა კვიკვინიას თქმით, თუ სოფიკო მკურნალობას გააგრძელებს იგი აუცილებლად გამოჯანმრთელდება, თუმცა, ამისთვის თანხაა საჭირო.

სოფიკოს ექიმებმა მალიგნატური მელანომა c 42,9, ღვიძლის და ფილტვის მე-4 სტადია დაუდგინეს.






Print