რეგიონი
ძალადობის მსხვერპლ ქალთან შეხვედრა გაიმართა (ვიდეო)
ორგანიზაცია ,,სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის’’ წარმომადგენლებმა ძალადობის მსხვერპლ ქალთან შეხვედრა მოაწყვეს. ქალბატონი ამბობს, რომ მოძალადე მისი ქმარი იყო, რომელმაც 18 წლის ასაკში მოიტაცა.იგი მასთან ქორწინებაში 19 წელი იმყოფებოდა. მისივე თქმით, სხვა მსხვერპლი ქალების მსგავსად, ისიც ცდილობდა მოძალადის გამართლებას და ამ ფაქტს სამი შვილის გამო ითმენდა.

,,ძალადობა თუ ერთხელ მოხდა ის ისევ განმეორდება. თუ გადაწყვეტთ, რომ ურთიერთობა დაასრულოთ, წადით და წერტილი დასვით. არ მიყვარს არც მრავალწერტილი და არც კითხვის ნიშანი,’’ - ამბობს ის.
Print