რეგიონი
თემურ ნადარაია: გალის რაიონში წელს კიდევ ორი საკონტროლო გამშვები პუნქტი დაიხურება
გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თემურ ნადარაიას განცხადებით, 2016 წელს ყველაფერი მზადაა იმისთვის,რომ კიდევ ორი საკონტროლო გამშვები პუნქტი დაიხუროს. მისი თქმით, ამის შესახებ დაუწყებულია რაიონის ყველა ხელმძღვანელი. ამ მიზნით, გალის რაიონის დაბალი ზონიდან ცენტრალურ გამშვებ პუქტამდე მოსახლეობის გადასაყვანად შეძენილია ავტობუსი და შეკეთებულია გზა. აღნიშნული კომენტარით ნადარაია  საზოგადოებრივი ორგანიზაცია „კიარაზაას“ ხელმძღვანელის დმიტრი დბარის მიერ მოყვანილ სტატისტიკას გამოეხმურა.

„6 საკონტროლო გამშვები პუნქტიდან, გალის რაიონში ოფიციალურად ორია დაკეტილი. ერთი დაბალ ზონაშია, მეორე - მაღალში. გარდა ამისა, იმის ხარჯზე, რომ რუსი მესაზღვრეები ენგურზე სულ უფრო მეტ უკანონო გადასასვლელს კეტავენ, გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც საკონტროლო გამშვები პუნქტების გავლით კვეთს საზღვარს. ამდენად, აღრიცხვა გაუმჯობესებულია, რაც რუსი მესაზღვრეების დამსახურებად შეიძლება მივიჩნიოთ“, - აღნიშნა ნადარაიამ.

მისი თქმით, დბარის მიერ მოყვანილი ციფრები არასწორია, რასაც საზოგადოება შეცდომაში შეყავს. „საშუალოდ, საზღვარს 4 საკონტროლო გამშვებ პუნქტზე 1400 - 1500 ადამიანი კვეთს. ამდენივე - ბრუნდება უკან. ეს, ძირითადად, ერთი და იგიგვე ადამიანებია. ისინი მიდიან ბაზარში, ახლობლების მოსანახულებლად, სამედიცინო დაწესებულებში, მათგან 95% – გალის რაიონის მცხოვრებლები არიან, ასევე ენგურჰესის და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები“, - განმარტავს თემურ ნადარაია.

მისივე ინფორმაციით, 2014 წელს საზღვარი ორივე მიმართულებით 1 მილიონ 112 ათასმა ადამიანმა გადაკვეთა. 2015 წელს – 1 მილიონ 127 ათასმა, ხოლო 2016 წლის ბოლო ათი თვის განმავლობაში – 1 მილიონ 083 ათასმა. ამავე ცნობით, დეკემბერი მოქალაქეების გადაადგილების თვალსაზრისით, ყველაზე ინტენსიური თვეა, მოსალოდენლია, რომ მიმდინარე წელს, 2014 წელთან შედარებით, საზღვარს ორივე მიმართულებით, 80 ათასი ადამიანით მეტი გადაკვეთს.

მანამდე, სოხუმში ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ მიერ გამართულ ყრილობაზე, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „კიარაზაას“ ხელმძღვანელმა დმიტრი დბარმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ დამატებითი საკონტროლო გამშვები პუნქტები აქამდე არ დახურულა. მან განაცხადა, რომ 2015 წელს მდინარე ენგურზე საზღვარი, ორივე მიმართულებით, 441 ათასმა 509 ადამიანმა გადალახა, ხოლო 2016 წლის ბოლო სამი კვარტლის განმავლობაში - 566 ათასმა 816 ადამიანმა.



Print