რეგიონი
ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული ორგანიზაციების შეკრება გაიმართა
შეკრებას ზუგდიდში სამასამდე დელეგატი დაესწრო. შეკრებილებმა განიხილეს "ენმ" - ში მიმდინარე პროცესები და 20 იანვარს, თბილისში პარტიულ ყრილობასთან დაკავშირებული საკითხები.

მხარდამჭერებს სკაიპით პარტიის ლიდერმა ექს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიმართა.

"პარტია ეკუთვნის ხალხს, რომლის მხრებზეც არაერთმა ბრძოლამ გადაიარა და სწორედ ხალხი გადაწყვეტს "ენმ"-ის ლიდერის ბედს."

შეხვედრაზე სააკაშვილმა დარბაზიდან შემოსულ შეკითხვებს უპასუხა. მონაწილეებს მედიასთან კომენტარები არ გაუკეთებიათ.



Print