რეგიონი
ზუგდიდის სკოლის მოსწავლეებმა იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს (ვიდეო)
ზუგდიდის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, იმიტირებული ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესი გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა ზუგდიდის პირველი, მესამე და კახათის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. რაიონული პროკურორის ლევან სალიას განცხადებით, მნიშვნელოვანია ახალგაზრდები შეეჩვიონ დემოკრატიას, ხალხის მმართველობას და ისწავლონ "მტყუან-მართლის" გარჩევა.

„ნაფიც მსაჯულთა სასამათლო, ეს არის ხალხის მიერ განხორციელებული მართლმსაჯულება და სწორედ საჯარო სკოლის მოსწავლეების დაინტერესება ამ პროცესში მნიშვნელოვანია. ჩვენ დღეს,ასევე გამოვავლენთ საუკეთესო მონაწილეებს, რომლებსაც ფასიან საჩუქრებს გადავცემთ.“

ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა, რომლის მიზანიც დანაშაულის პრევენცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.


Print