რეგიონი
ზუგდიდის გამგეობა 202 000 ევროს ოდენობით სესხს აიღებს (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დღეს სხვადასხვა საკითხი განიხილეს. საკრებულოს წევრებმა სესხის აღების შესახებ გადაწყვეტილებას დაუჭირეს მხარი. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისგან გამგეობა სესხს აიღებს და ორ უწყებას შორის საინვესტიციო ხელშეკრულება დაიდება. სესხი ათწლიანია და მისი საშეღავათო ვადა 2019 წლის დეკემბრამდეა.

"მუნიციპალიტეტი, 2019 წლის 29 დეკემბრამდე არაფერს ვიხდით. ეს თანხა გვჭირდება იმისთვის, რომ გვქონდეს სპეც-ტექნიკა. შევიძენთ 3 ნაგავმზიდ მანქანას, 100 ცალ სანაგვე ურნას", - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავამ.

სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ მუნიციპალიტეტი 2017 წელს სპეც-ტექნიკას საკუთარი სახრებითაც შეიძენს, თუმცა, ჯერჯერობით, რა დაჯდება მისი შესყიდვა, დათვლილი არ არის.

დღესვე საკრებულომ "ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე" ცვლილებებს დაუჭირა მხარი, ამასთან, "ზუგდიდს მუნიციპალიტეტის სატყეო მეურნეობის" და შ.პ.ს. "ზედა ეწერის აგრობიზნესისა და ტექნოლოგიის კოლეჯის", შ.პ.ს. ზუგდიდაგროსერვისში" შერწყმის თაობაზე და ჩასატარებელ რეორგანიზაციაზე თანმხობის შესახებ" მიიღო გადაწყვეტილება.
Print