რეგიონი
ზუგდიდში საბავშვო ატრაქციონის აღდგენა გამოდარებისთანავე დაიწყება
ზუგდიდში ე.წ. ფრანგულ პარკში უხვმა ნალექმა საბავშვო ატრაქციონის სახურავი დააზიანა. როგორც რადიო ,,ათინათს’’ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის დირექტორმა მამუკა ციმინტიამ განუცხადა, ატრაქციონის სახურავის აღდგენა გამოდარებისთანავე იგეგმება. მისივე თქმით, აღდგენითი სამუშაოები დაახლოებით 15 დღე გასტანს.

,,მთავარია ამინდმა შეგვიწყოს ხელი, საბოლოოდ ატრაქციონის აღდგენას იანვრის ბოლომდე დავასრულებთ. ატრაქციონის თანამშრომლები შვებულებაში იმყოფებიან და სეზონის გახსნას აპრილის თვეში ღირსეულად შევხვდებით.’’

შეგახსენებთ, რომ ე.წ ჰოლანდიური სტილის მწვანე პარკი, სკვერი და საბავშვო ატრაქციონი წინა ხელისუფლების დროს გაკეთდა.

Print