რეგიონი
პრემიერმა გუდაურში ახალი საბაგირო გახსნა
დღეიდან მოყოლებული გუდაურის სტიქიური განვითარება აღარ იქნება, არამედ ეს იქნება გეგმაზომიერი მსოფლიოს საუკეთესო სტანდარტებთან შესაბამისი, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუდაურში, ახალი საბაგიროს გახსნაზე განაცხადა.

” შეიძლება ითქვას, რომ ორნახევარჯერ არის გაზრდილი ბოლო 4 წლის განმავლობაში ტურისტების რაოდენობა. ეს არის უახლესი სისტემები, უახლესი საბაგიროები, უახლესი სასტუმროები და ინვესტიციები, რომელიც ხორციელდება აქ. დღეს ჩვენ აქ ამოვედით, რათა გავხსნათ მსოფლიოში წამყვანი კომპანიის Doppelmayr-ის მიერ დამონტაჟებული ახალი საბაგირო, რომელიც თვისობრივად გააუმჯობესებს მომსახურებას გუდაურში. ‘’

მისივე თქმით, გუდაურში წყალმომარაგების პრობლემაც მოგვარდება და 2018 წელს 24 საათიანი იქნება.

Print