რეგიონი
ენგურის ხიდზე მიკროავტობუსი დაინიშნა
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დახმარებით ენგურის ხიდზე მიკროავტობუსი დაინიშნა. თითქმის რვა წლიანი პაუზის შემდეგ ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება. აქამდე ოკუპირებული ტერიტორიისკენ მათ გადაადგილება ფეხით ან ურმით უწევდათ. ადგილობრივები 10-ადგილიანი მიკროავტობუსით ისარგებლებენ. ტრანსპორტი მათ აფხაზეთის ე.წ. საზღვრამდე გადაიყვანს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა მედიასთან  განაცხადა, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში ეს საკითხი არაერთხელ დაუსვამთ.

ენგურის ხიდზე  კი სექტემბრის თვეში დაწყებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები გრძელდება და ის წლის ბოლოსთვის დასრულდება.
Print