რეგიონი
ზუგდიდში თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციისა და ლტოლვილთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი ე.ჩ. თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. შსს ინფომაციით, ბრალდებულმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირს, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან ბინის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ, თაღლითურად 2500 ლარი გამოძალა.

უწყებაში აცხადებენ, რომ სამართალდამცავებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, თაღლითურად მითვისებული თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

Print