რეგიონი
„აკეთე სიკეთე უანგაროდ“ - სოციალური აქცია ზუგდიდში
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საკრებულოს და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ინიციატივით პროექტ „აკეთე სიკეთე უანგაროდ“ ფარგლებში რამდენიმე სოციალურად დაუცველ ოჯახს საახალწლოდ საჩუქრები გადაეცა.

„გავახარეთ ბავშვები და იმედი მაქვს, ცოტათი მაინც გავულამაზეთ დღევანდელი დღე და წინა საახალწლო განწყობა შევუქმენით ოჯახს“, - აღნიშნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარმა სპეციალისტმა მერი შენგელაიამ.

თავად სოციალურად დაუცველებისთვის აღნიშნული აქცია მოულოდნელი იყო. მათ ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს.

„მადლობა ყველას, ვინც ასეთი მოულოდნელი სიხარული მოგვანიჭა დღეს“, - თქვა დარეჯან სართანიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის და ქალაქ ზუგდიდის ახალგაზრდულ საკრებულოსთან ერთად საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა მიიღო „ფინკა“ ბანკმა, მიკრო საფინანსო ორგანიზაცია „ კრისტალმა“, რესტორანმა „მენძელმა“ და „თიბისი“ ბანკის ზუგდიდის ფილიალმა. ახალგაზრდული საკრებულოს თავჯდომარე სესილი შედანიამ პარტნიორ ორგანიზაციებს და კერძო პირებს, ვინც აქციაში ჩაერთო, მადლობა გადაუხადა.

Print