რეგიონი
ქალაქ ზუგდიდის ახალგაზრდული საკრებულოს სხდომა გაიმართა (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის ახალგაზრდული საკრებულოს განახლებული შემადგენლობის პირველი სხდომა დღეს გაიმართა,რომელსაც ონლაინ რეგისტრაციით არჩეული 35 წევრი ესწრებოდა.დღესვე შინაგანაწესი და სამომავლოდ განსახორცილებელი პროექტები განიხილეს.

სხდომაზე ასევე ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი თოდუა იმყოფებოდა, რომელმაც ახალგაზრდებს შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ახალგაზრდული საკრებულოს მიზანია ახალგაზრდების ჩართულობა თვითმმართველობის საქმიანობაში და სხვადასხვა პროექტის განხორციელება.

„რადგან პირველი სხდომა იყო 2017 წელს, თითეულ წევრს გავაცანით უფლება მოვალეობები, ასევე დავამტკიცეთ დღის წესრიგი“, - განაცხადა ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩუხუამ.

Print