"სოხუმში, ყოფილ რესტორან „ამრასთან“ მდებარე
ნავმისადგომის ნაწილი ჩაინგრა", -
წერს „აფსნი ლაიფი“.
ქალაქის არქიტექტურის სამმართველოს უფროსის თამარა ლაკობას
განცხადებით, ამის ერთ-ერთ მიზეზად ლითონის კოროზია იქცა.
„ვინაიდან, ეს კერძო საკუთრებაა, ჩვენ უკვე მივეცით მითითება
მესაკუთრეებს, რომ დაზიანებული მონაკვეთი შემოღობონ. მოგვიანებით
გადაწყდება, თუ რა ზომებს მივიღებთ. იქ ჰიდროტექნიკური სამუშაოებია
ჩასატარებელი და მთელი გადასასვლელია მოსახსნელი. ამას ერთ დღეში ვერ
გააკეთებენ", - აღნიშნა ლაკობამ.
მასალის გამოყენების პირობები