რეგიონი
1 იანვარს ხანძრის შედეგად დაღუპული მურმან გაბეჩავას ოჯახი დახმარებას მიიღებს
ზუგდიდის გამგეობა სოფელ ჯიხაშკარში, ახალი წლის ღამეს, ხანძრის შედეგად დაღუპული მურმან გაბეჩავას დაკრძალვის ხარჯებს გაიღებს. საკრებულოს გადაწყვეტილებით, დაზარალებულ ოჯახს 3 ათასი ლარი გადაერიცხება. 

ახალი წლის ღამეს, სოფელ ჯიხაშკარში, გაბეჩავების საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა, რის შედეგადაც სახლი მთლიანად დაიწვა.

ხანძარს ოჯახის ერთ-ერთი წევრის მურმან გაბეჩავას სიცოცხლე ემსხვერპლა. ამჟამად დაზარალებული ოჯახი, სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად, დამხმარე ნაგებობაში ცხოვრობს.

Print