რეგიონი
ზუგდიდში სამარშუტო ტაქსებზე მგზავრთა გადაყვანის ნებართვისთვის ტარიფები დაწესდება (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშუტებზე ნებართვის გაცემის საწყისი ფასები დაამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს, რასაც ფრაქცია „ენმ“-ის არცერთმა წევრმა მხარი არ დაუჭირა. ისინი უნდობლობას უცხადებენ კომისიას, რომელსაც ქალაქის ვიცე-მერი გია გულორდავა უხელმძღვანელებს.

საკრებულოს წევრის ანა წითლიძის განცხადებით, დღეს მიღებული დებულება მძღოლების საქმიანობას საფრთხეს უქმნის.

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი თოდუას თქმით, მძღოლებთან და ნებისმიერ დაინტერებულ პირთან საინფორმაციო სახის შეხვედრების გაგრძელება აუცილებელია, ასევე, საჭიროა, რომ მათ ითანამშრომლონ კომისიასთან და გადაწყვეტილება საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მიიღონ.

„ქალაქ ზუგდიდის მერია და საკრებულო ერთობლივად მუშაობს, უკვე რამდენიმე თვეა, სატრანსპორტო სფეროს რეგულირების მიმართულებით. ლეგალიზაციასთან ერთად ხდება მოწესრიგება ამ სახის ბიზნესის. ქალაქის ბიუჯეტში კი განსაზღვრულია, დაახლოებით, 150 000 ლარის ოდენობის შემოსავალი“, - განაცხადა თოდუამ.

Print