რეგიონი
ზუგდიდში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა (ვიდეო)
ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, ხანძრის შედეგად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარიას საცხოვრებელი სახლის დიდი ნაწილი დაიწვა. მთლიანად განადგურდა ოჯახის კუთვნილი ავტომობილი, რომელიც ეზოში იდგა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლის ლოკალიზება უკვე მოახერხეს. მეხანძრეები ამ წუთებში ცეცხლის კონკრეტულ კერებს აქრობენ.

ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადაც.

ამ დროისათვის ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.

Print