რეგიონი
11 წლის თეკლა ნაჭყებიას დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა (ვიდეო)
"ჯიჯი" გიმნაზიის დარბაზში, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტ მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით საშობაო საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებიდან შემოსული თანხა მთლიანად ამავე გიმნაზიის მოსწავლის თეკლა ნაჭყებიას მკურნალობას მოხმარდება.

"ჩვენ ვეხმარებით პატარა გოგონას, თეკლა ნაჭყებიას, ვუსურვებთ მას საღრმთო მშვიდობას, გამოჯანმრთელებას და მალე ჩვენს ქალაქში დაბრუნებას", - უთხრა რადიო "ათინათს" ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა მამა დიმიტრი ვეკუამ.

11 წლის თეკლა ნაჭყებია ლეიკემიის დიაგნოზით, თურქეთის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში, მკურნალობს.

საბანკო კოდი: TBCBGE22

მიმღების დასახელება  - ირაკლი ნაჭყებია.

ანგარიშსწორების ანგარიში- GE53TB7358645061100041.

Print