რეგიონი
აფხაზური დელეგაცია ნიკარაგუაში ჩავიდა
დე ფაქტო აფხაზეთის დელეგაცია ნიკარაგუას რესპუბლიკაში, პრეზიდენტ დანიელ ორტეგას ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. აფხაზური მედიის ცნობით, დელეგაციას „საგარეო საქმეთა მინისტრი“ დაურ კოვე ხელმძღვანელობს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ქვეყნის ხელმძღვანელებთან.


Print