რეგიონი
წლის მოხალისე ზუგდიდელი ირაკლი ჯიქია საჯარო მოხელე გახდა
საქართველოს 2016 წლის მოხალისე ირაკლი ჯიქია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალკახათის გამგეობაში სპეციალისტის პოზიციაზე დაინიშნა. აღნიშნული თანამდებობა მან 4 იანვარს დაიკავა.

„ამ სოფელთან დაკავშირებით ძალიან დიდი მიზნები და გეგმები მაქვს. აქ არის ახალგაზრდების დიდი რესურსი და ბევრი კარგი საქმის გაკეთება არის შესაძლებელი, ვაპირებ ახალგაზრდული კლუბისა და არტ-კლუბის მოწყობას“, - თქვა ირაკლი ჯიქიამ.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროგრამის "საქართველოს მოხალისე" სამინისტროს რჩეული 22 წლის ირაკლი ჯიქია გახდა. ის პროექტის ზუგდიდის ორგანიზაციის კოორდინატორი იყო.


Print