რეგიონი
ჩხოროწყუში დაფნისა და თხილის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება
სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, კიდევ სამი ახალი საწარმო შეიქმნება, მათ შორის, ერთი ჩხოროწყუში. გადაწყვეტილება მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

ქვედა ჩხოროწყუში დაფნისა და თხილის გადამამუშავებელი საწარმოს ინვესტიცია 130 000 ლარს შეადგენს. სამეგრელოს გარდა, ახალი საწარმოები მცხეთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში შეიქმნება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, თითოეული ახალი საწარმოს შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სახელმწიფოს მიერ დაწყებული ეს პროექტები, უპირველეს ყოვლისა, ადამიანებს აძლევს საშუალებას, წამოიწყონ საკუთარი საქმე და ასევე, დაასაქმონ ათობით ადგილობრივი მცხოვრები.

Print