პოლიტიკა
თენგიზ გუნავა ფრაქციას “საქართველოს წინსვლისთვის“ შეუერთდება
უმცირესობის წევრები თენგიზ გუნავა და ირაკლი აბესაძე ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის“ შემადგენლობას შეუერთდებიან. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავმჯდომარე ელენე ხოშტარიამ განუცხადა. მისივე თქმით, ფრაქციას სახელი შეეცვლება და დასახელებაში ,,ნაციონალური მოძრაობა’’ აღარ იქნება.
საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი 6 კაციანი ფრაქცია  ე.წ. უპარტიო დეპუტატებს აერთიანებს.
Print