რეგიონი
საქართველოში უნალექო ამინდი 19 იანვრამდე შენარჩუნდება
საქართველოში უნალექო ამინდი 19 იანვრამდეა მოსალოდნელი. დღეს, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერი +9; +14 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი, +1; +6 გრადუსამდე გათბება. თბილისში +5 გრადუსია ნავარაუდები.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის ცნობით, 15 იანვარს, შავი ზღვის სანაპიროზე და კოლხეთის დაბლობზე მოსალოდნელია ქარის გაძლიერება, რომლის სიჩქარე წამში 20-25 მეტრი იქნება.


Print