რეგიონი
დღესასწაულებზე „აფხაზურ - რუსული“ საზღვარი 150 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა
სამხრეთის ოლქის საბაჟო სამმართველოს პრესსამსახურის ინფორმაციით, საახალწლო დღესასწაულების პერიოდში "აფხაზურ-რუსული" საზღვარი 150 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა.

2017 წლის 9 დღის განმავლობაში სოჭის მებაჟეებმა, ორივე მიმართულებით, 153 872 ფიზიკური პირისა და 32 987 სატრანსპორტო საშუალების მიმართ განახორციელეს კონტროლი. ამავე მონაცემების თანახმად, დღე-ღამეში საზღვარს 17 ათასი ადამიანი და 3 ათასზე მეტი ავტომობილი კვეთს.

ადლერის საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსის დენის ვორონინის განცხადებით, ბოლოს სამი წლის განმავლობაში, "ავტომობილების რიცხვი, რომლებიც აფხაზურ - რუსულ საზღვარს კვეთენ, ყოველწლიურად 10-15 პროცენტით იზრდება".

2016 წელს, სულ საზღვარი 9 მილიონ 400 ათასმა ადამიანმა და 1 მილიონ 816 ათასმა სატრნასპორტო საშუალებამ გადაკვეთა. 2015 წელს — 8 მილიონ 768 ათასმა ადამიანმა და 1 მილიონ 655 ათასმა სატრანსპორტო საშუალებამ.

Print