რეგიონი
ზუგდიდში გურამ დოჩანაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა (ვიდეო)
ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში გურამ დოჩანაშვილმა საზოგადოებას წიგნი "ბრმადყოფილზე, და....." II ტომი წარუდგინა. ახალ თხზულებას საფუძვლად სახარების თემა ბრმადყოფილის შესახებ უდევს. წიგნის პრემიერის ზუგდიდში გამართვას მწერალი ქალაქის მიმართ დიდი სიყვარულით ხსნის. 

,,ზუგდიდი ჩემთვის უძვირფასესი ქალაქია, მშობლიური. აქ ნათესავები მყავს. ყოველ ზაფხულს ჩამოვყავდი ბაბუას და ბავშვობიდან მშობლიური ქალაქი იყო ჩემთვის. ახლა რომ ვხედავ ასეთ სიყვარულს და კეთილგანწყობას, ეს დიდ ძალას მაძლევს შემდგომი მუშაობისთვის. მადლობა ყველას,“ - აღნიშნა დოჩანაშვილმა.

ღონისძიების ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია "ART-UNIVERSAL-ია". წიგნის პრეზენტაციას სასულიერო პირებთან ერთად საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Print