რეგიონი
ანაკლიაში კიდევ ერთ მოქალაქეს უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთი დაუბრუნდა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დახმარებით, კიდევ ერთი მოქალაქეს, აბელ კალანდიას საკუთრების უფლება აღუდგა. მას ანაკლიაში მიწისნაკვეთი 2001 წელს გადაეცა და იმავე წელს საჯარო რეესტრში კანონის სრული დაცვით დაარეგისტრირა. 2015 წელს მესაკუთრემ გადაწყვიტა, ანაკლიის ნაკვეთის საზღვრები და ფართობი დაეზუსტებინა და საჯარო რეესტრს მიმართა, თუმცა, როგორც დადგინდა, მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრის მიერ სახელმწიფოს საკუთრებად იყო დარეგისტრირებული, მოგვიანებით კი გასხვისებული.

"დაზარალებულმა დახმარებისთვის საერთაშორისო გამჭვირვალობის ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისს მიმართა. იურისტის, ლელა მოწონელიძის წარმომადგენლობით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, 2016 წლის 30 დეკემბერს, აბელ კალანდიას მოთხოვნა დააკმაყოფილა და მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე პირველადი რეგისტრაცია გააუქმა,რაც შეეხება აღნიშნული მიწის ნაკვეთის შემდგომ რეგისტრაციას, ამ საკითხზე სასამართლო სამოქალაქო წარმოების წესით, 30 დეკემბრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ იმსჯელებს", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.


Print