რეგიონი
აფხაზეთში „საპარლამენტო არჩევნები“ 12 მარტს გაიმართება
21 იანვარს დე ფაქტო აფხაზეთში პოლიტიკური პარტიების და საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაცია იწყება. ისინი საპარლამენტო არჩევნებისთვის კანდიდატებს წარადგენენ, ამის შესახებ "ცენტრალური საარჩევნო კომისიის" თავმჯდომარე თამაზ გოგიამ განაცხადა.

აფხაზური მედიის ცნობით, "მე - 6 მოწვევის საპარლამენტო არჩევნები" 12 მარტს გაიმართება. შესაბამის ბრძანებას დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ დეკემბერში მოაწერა ხელი. ამავე ინფორმაციით, კანდიდატების რეგისტრაცია არჩევნებამდე 30 დღით ადრე იწყება და 10 დღით ადრე სრულდება.




Print