რეგიონი
2016 წლის ბიუჯეტში აუთვისებელი თანხები წელს გაიხარჯება (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის 2017 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა. კერძოდ, 2016 წელს გაუხარჯავი თანხები წელს მრავალსართულიანი სახლების კეთილმოწყობას, საფეხბურთო სტადიონის მშენებლობასა და სხვა სოციალურ პროგრამებს მოხმარდება. ცვლილება ამის შესახებ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს. 2017 წლის 1 იანვრისთვის ბიუჯეტში ფულადი ნაშთი 435,0 ათასი ლარია, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით - 367,2 ათასი, ადგილობრივი ბიუჯეტის კი - 67,8 ათასი ლარი.

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი თოდუას თქმით, სხვადასხვა პროგრამებიდან მორჩენილი ნაშთის გადმოტანა მომავალი წლის ბიუჯეტში სრულიად ნორმალური პროცესია.

Print