რეგიონი
ავიაკომპანია „ორენბურჟიე“ აფხაზეთში ფრენების განხორციელებას გეგმავს
ორენბურგის ავიაკომპანია „საზღვარგარეთ, მათ შორის, აფხაზეთში, რეისების განხორციელებას გეგმავს“, ნათქვამია ოფიციალურ ვებ - გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. აღნიშნული გადაწყვეტილება ავიაგადამზიდმა მას შემდეგ მიიღო, რაც გაირკვა, რომ 2017 წელს ის ავიაკომპანიების სიიდან ამოიღეს რომელთა სუფსიდირება რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდებოდა.

ავიაკომპანია „ორენბურჟიეს“ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ძველი ფასების შენარჩუნებას, თუმცა ფრენების სიხშირეების შეცვლას გეგმავენ. აქვე აღინიშნა, რომ პირველი მიმართულება ამიერკავკასია, კერძოდ, კი აფხაზეთი გახდება, სადაც ისინი ყუბანიდან იფრენენ.

სოხუმის აეროპორტის დირექტორი ვიაჩესლავ ეშბა მსგავს გეგმებს ნაადრევად მიიჩნევს და თვლის, „როსავიაციის“ ოფიციალურ განცხადებამდე, ძნელია რაიმეს მტკიცება.

Print