რეგიონი
დე ფაქტო აფხაზეთში ახალი გენერალური პროკურორი დაინიშნა
დე ფაქტო აფხაზეთის გენერალურ პროკურორად ზურაბ აჩბა დაინიშნა. მის კანდიდატურას „პარლამენტის“ 23-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. სამმა თავი შეიკავა.აფხაზური მედიის ინფორმაციით, შეთანხმებას ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი კანდიდატურის შესახებ „ოპოზიციურმა და სახელისუფლებო ძალებმა“ 2016 წლის 19 დეკემბერს მიაღწიეს. მაშინ ხელი მოეწერა დოკუმენტს „საზოგადოებრივ - პოლიტიკური სტაბილურობის“ შესახებ.

1958 წელს დაბადებული ზურაბ აჩბა, 2011 წელს გაგრის რაიონის პროკურორის მოვალეობას ასრულებდა. 2014 მან თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.




Print