მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს
ნათლისღება ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის.
ამ დღეს ყველა ტაძარში წყალკურთხევა ანუ დიდი აიაზმა
აღესრულება,მორწმუნეებს ნაკურთხი
წყლის სახლში წაღება შეეძლებათ.
ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია
მიმდინარეობს. წირვას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი,
უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო
პირებთან ერთად ასრულებს.
პატრიარქი კიდევ 800-მდე ბავშვის ნათლია გახდება.
მასალის გამოყენების პირობები