რეგიონი
ენმ-ის ყრილობაზე სამეგრელოდან 800 დელეგატი გაემგზავრა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რიგით მე-7 ყრილობას, რომელიც დღეს თბილისში, სპორტის სასახლეში, გაიმართება, პარტიის ცნობით, 7136 დელეგატი დაესწრება.

ზუგდიდის საკრებულოს წევრის ანა წითლიძის ინფორმაციით, სამეგრელოდან სულ 800 დელეგატი გაემგზავრა, მათ შორის, ზუგდიდან - 310. მისივე თქმით, გარდა დელეგატებისა, თბილისში სტუმრებიც მიემგზავრებიან და ყრილობაზე, მთლიანობაში, 9 000 ადამიანი იქნება.

დღესვე პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობასა და პოლიტსაბჭოს ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. ყოფილ მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მთავარი აქცენტები პარტიის სამომავლო გეგმებზე გაკეთდება.

Print