რეგიონი
ლევილის ქართულ მამულში, შესაძლოა, მეგრული ოდა-სახლი დაიდგას
ლევილის საქართველოსთვის გადმოცემის შემდეგ, მის ტერიტორიაზე ქართული შემეცნებით-კულტურული გარემოს შექმნა იგეგმება, - ამის შესახებ ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სახლის შესარჩევად სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში მუშაობდნენ.

ამ ეტაპზე მე-19 საუკუნის რამდენიმე ნაგებობაა შერჩეული. საბოლოო გადაწყვეტილებას უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი მიიღებს, რომელიც სამომავლო კონცეფციაზე მუშაობს.

ცნობისთვის, საფრანგეთის რესპუბლიკაში, დაბა ლევილის ტერიტორიაზე, 23 სექტემბერს საქართველოსათვის გადმოცემის აქტს ხელი მოეწერა, რითაც 25 წლიანი ისტორიული პროცესი დასრულდა და მამული ქართველ ხალხს დაუბრუნდა.
Print