რეგიონი
პარკირებასთან დაკავშირებით ზუგდიდის მერიამ შემოთავაზება მიიღო (ვიდეო)
ზუგდიდის მერიაში სააქციო საზოგადოება “თაუნ პარკის" წარმომადგენლებმა პარკირების სისტემის შესახებ პრეზენტაცია გამართეს. კომპანიის წარმომადგენლის სალომე ვაშაკიძის თქმით, პრიორიტეტად ზუგდიდი იმიტომ აირჩიეს, რომ ის მუნიციპალური ცენტრია. მათი პროექტის მიხედვით, ქალაქში 300 000 დოლარის ინვესტიცია განხოციელდება.

„აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველის ერთეულის ბიუჯეტში შევა თანხა იჯარაში გადახდილი ფულის სახით. კერძო სექტორის საშუალებით, სახელმწიფო ბიუჯეტი შემოსავლებს მიიღებს“, - დასძინა ვაშაკიძემ.

კომპანია იმედოვნებს, რომ წარმოდგენილი პროექტით ქალაქის ურბანული პრობლემების მოგვარდება და შესაბამისად, იგი წარმატებული იქნება.

შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ქალაქის მერი ირაკლი გოგოხიაც ესწრებოდა. მისი თქმით, პარკირების საკითხი ზუგდიდის მოსახლეობას აწუხებს და იმედი გამოთქვა, რომ მსჯელობისა და განხილვის შემდეგ, წლის ბოლომდე ეს პრობლემა დარეგულირდება.
Print