რეგიონი
აფხაზეთში 2016 წელს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის მხოლოდ 53,5 % დაიფარა
კომპანია „ჩერნომორენერგომ“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე აფხაზეთში ელექტროენერგიის რეალიზაციის მონაცემები გამოაქვეყნა.ამ ინფორმაციის თანახმად, 2016 წელს დე ფაქტო რესპუბლიკაში 518,9 მილიონი რუბლის ოდენობის ელექტროენერგია მოიხმარეს, თუმცა, გადახდილმა თანხამ 277,5 მილიონი ანუ 53,5 % შეადგინა. შესაბამისად, აბონენტების დავალიანება 241,4 მილიონ რუბლს შეადგენს. ამავე მონაცემებით, დაწესებულებებმა 2016 წელს მოხმარებულ ელექტროენერგიაში 109,9 მილიონი რუბლი გადაიხადეს, ანუ დარიცხული თანხის 78,5 %. ხოლო, მოსახლეობამ - 167,6 მილიონი რუბლი ანუ 44,2 %.

კომპანიის ინფორმაციით, ყველაზე დიდი დავალიანება აჩამჩირის რაიონს , ხოლო ყველაზე ნაკლები - გალის რაიონს აქვს. პირველ შემთხვევაში, მოხმარებული ელეტქროენერგიის საფასურის მხოლოდ 29,6 % დაიფარა, მეორეში - 62, 2 %. საწარმოებს შორის, ყველაზე დიდი დავალიანება გაგრის რაიონს აქვს, სადაც მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის 69% დაიფარა, ყველაზე ნაკლები - გუდაუთის რაიონში, სადაც მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის 96,6% გადაიხადეს.



Print