რეგიონი
თოვლისა და ყინვების გამო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ცენტრალური მაგისტრალის ჩუმათელეთი-ზესტაფონის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ანალოგიური შეზღუდვა მოქმედებს ნაქერალას უღელტეხილიზეც. ადგილზე მობილიზიებული არიან საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა. მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

Print