პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა დონალდ ტრამპს პრეზიდენტობა მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა. მან დონალდ ტრამპს ამერიკის 45-ე პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.

მისივე თქმით, საქართველო იყო და რჩება აშშ-ს ერთგულ და მნიშვნელოვან პარტნიორად ამ რეგიონში.

„ჩვენ გვაქვს ინსტიტუციონალიზებული სტრატეგიული ურთიერთობის ფორმატი, რომელიც მოიცავს არაერთ მიმართულება, ეს არის თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, ვაჭრობა, ენერგეტიკა, დემოკრატიის კონსოლიდაცია ქვეყნაში და დემოკრატიული განვითარება და ხალხთაშორისი ურთიერთობები. ამ ქარტიის ფარგლებში საქართველო გააგრძელებს ძალიან აქტიურ თანამშრომლობას აშშ-სთან იმისთვის, რომ ორმხრივად ხელსაყრელი შედეგები მივიღოთ და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს ამ თანამშრომლობის დადებითი შედეგების. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე დღიდან აშშ იყო და დღემდე არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძალიან ძლიერი მხარდამჭერი, ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი და დიდი იმედი გაქვს, რომ ეს პარტნიორობა კიდევ უფრო გაფართოვდება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

Print