რეგიონი
აფხაზეთში საარსებო მინიმუმი 6,2% - ით გაიზარდა
აფხაზეთში მცხოვრები შრომისუნარიანი ადამიანის საარსებო მინიმუმმა 2017 წლის 1 იანვრის მონაცემებით – 6549,6 რუბლი (დაახლოებით 110 აშშ დოლარი) შეადგინა. საარსებო მინიმუმი მოიცავს4479,9 რუბლის ოდენობის სასურსათო პროდუქტებს, 1283,7 ოდენობის არა სასურსათო პროდუქტებს, 786,0 რუბლის ოდენობის ფასიან მომსახურებას და აუცილებელ გადასახადებს.

დე ფაქტო აფხაზეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, აფხაზეთში საარსებო მინიმუმის რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6,2% - ით გაიზარდა.


Print