რეგიონი
ვიცე-გუბერნატორი მონადირეებს შეხვდა (ვიდეო)
მონადირეები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარიას შეხვდნენ. მათი თქმით, ისინი შაბათს, 28 იანვარს გარემოს დაცვის მინისტრს შეხვდებიან. მათი მოთხოვნა უცვლელია, ისინი გადამფრენ ფრინველებზე კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ნადირობის ნებართვის ლიცენზიას ითხოვენ.

,,შაბათს ჩამოდის მინისტრი და შევხვდებით. ვიცი, რომ ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდება. ჩვენი შეთავაზება იყო ბუფერულ ზონაზე გადაადგილების უფლება რომ მოგვცენ ერთი 500 მეტრი. შემდეგ ყველა ისე ინადირებს, როგორც თანამდებობის პირები,’’- ამბობს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის დირექტორი გურამ თირქია.

მონადირეების თქმით, ისინი დაცულ ტერიტორიაზე არ ინადირებენ. მათ იმედი აქვთ, რომ შაბათს მინისტრთან მოლაპარაკება მათ სასარგებლოდ გადაწყდება, უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში კი, გზების გადაკეტვით და საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

შეგახსენებთ, გუშინ მონადირეებმა აქცია გუბერნიასთან გამართეს. ისინი გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის ნებართვის ითხოვენ.

ნადირობა აკრძალულია სახელმწიფო ნაკრძალებსა და ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500 მეტრ ზონაში, ასევე, საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.

Print