რეგიონი
ზუგდიდში გიორგი ცერცვაძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა (ვიდეო)
ზუგდიდის მერიასთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, უკრაინაში დაკავებული ქართველი ჯარისკაცის გიორგი ცერცვაძის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო, ცერცვაძის პირადი მონაცემები რუსეთს გადაეცა. ისინი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოებისგან ითხოვენ, რომ ამ საქმეზე გამოძიება ჩატარდეს, რათა სხვა ჯარისკაცების მიმართ იგივე ქმედებები არ განხორციელდეს. მათივე თქმით, საქართველოში ჯარისკაცები დაცულები არ არიან.

კიევის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე წინასწარ პატიმრობაში რჩება.
Print