რეგიონი
ჯუმი-ოფაჩხაფუ-ახალსოფლის გზაზე ბეტონის საფარი დაიგება
ზუგდიდის გამგეობის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ჯუმი - ოფაჩხაფუ - ახალსოფლის დამაკავშირებელი ცენტრალური გზის რეაბილიტაცია იგეგმება.

აღნიშნული გზა ადმინისტრაციულ ერთეულებს აკავშირებს და მისი სიგრძე 2,5 კმ-ს შეადგენს. ეს გზა ათეულობით წელია არ შეკეთებულა.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება.

სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ მამუკა წოწერიამ, გამგეობის ეკონომიკური პროგრამების და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

Print