რეგიონი
ჯანმრთელობის დაცვის კავშირის შეხვედრა ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდის ჯანმრთელობის დაცვის კავშირის თავმჯდომარე ასმათ ხუბულავა კავშირის წევრ პედაგოგებს მეორე საჯარო სკოლაში შეხვდა. ხუბულავამ დამსწრეებს კავშირის მომსახურების სერვისები დეტალურად კიდევ ერთხელ გააცნო და პარტნიორი სამედიცინო დაწესებულებები და მედიკოსები დაასახელა.

ჯანმრთელობის დაცვის კავშირმა პარფიუმერულ კომპანია „ტეანდესთან“ ხელშეკრულება გააფორმა. დღესვე კომპანიის წარმომადგენლებმა მათ საკუთარი პროდუქცია შესთავაზეს.

კავშირის წევრებმა ასმათ ხუბულავას მადლობა გადაუხადეს. ისინი სხვადასხვა სამედიცინო და სილამაზის სალონის მომსახურებით 30%-დან 60%-მდე ფასდაკლებით სარგებლობენ.

Print