რეგიონი
ზუგდიდის სკოლებში გაკვეთილების ხანგრძლივობა შემცირდა
დიდთოვლობის გამო, ზუგდიდის სკოლებში გაკვეთილების ხანგრძლივობა შემცირდა. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის კახა ფარცვანიას თქმით, უამინდობის მიუხედავად, მოსწავლეების დასწრება საშუალოზე მაღალია, თუმცა გაკვეთილების ხანგრძლივობა, როგორც სოფლებში, ასევე ქალაქში არსებულ საჯარო სკოლებში, მაინც შეამცირეს.

ზუგდიდში გუშინ მოსულმა თოვლმა გზებზე მოძრაობა შეზღუდა. თოვლის საფარი 40 სმ-ს აჭარბებს.


Print