რეგიონი
ზუგდიდის სოფლებში ტექნიკური მარილის დაყრა გრძელდება
ზუგდიდის სოფლების საავტომობილო გზები თოვლის საფარისგან 24 საათიან რეჟიმში იწმინდება. ახალსოფლის, რიყის, ტყაიისა და ჭკადუაშის საავტომობილო გზებზე ტექნიკური მარილი უკვე დაიყარა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ზუგდიდის გამგეობის პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე ცნობით, ამჟამად მარილი ოდიშის ადმინისტრაციულ ერთეულში იყრება, ხოლო ამის შემდეგ ტექნიკა ჯიხაშკარისა და ყულიშკარის მიმართულებით გადაინაცვლებს. გამგეობაში ასევე აცხადებენ, რომ ტექნიკური მარილის საკმარისი რაოდენობა აქვთ და საჭიროების შემთხვევაში ის ყველა სოფელში დაიყრება.

ზუგდიდში გუშინ მოსულმა თოვლმა გზებზე მოძრაობა შეზღუდა. თოვლის საფარი 40 სმ-ს აჭარბებს.

Print