რეგიონი
სასამართლომ როლანდ ახალაია უდანაშაულოდ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ საპარლამენტო უმცირესობის წევრი როლანდ ახალაია გაამართლა. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

დეპუტატ როლანდ ახალაიას სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორობის პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებოდნენ. ბრალდების მხარის მტკიცებით, დეპუტატი ბიზნესმენებს ანაკლიაში პატრიარქის რეზიდენციის მშენებლობისთვის თანხის გადარიცხვას აიძულებდა.

პროკურატურა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

Print