რეგიონი
ხაიში-უშგულის გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თოვლისა და ლიპყინულის გამო,ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ხაიში-უშგულის (კმ 71-კმ188 ) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრობა.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Print