რეგიონი
ზურაბ ალავიძე სამეგრელოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულებს შეხვდა (ვიდეო)
სამეგრელოში დიდთოვლობის დროს დაზიანებული საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია გრძელდება. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონში შექმნილ ვითარებას ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ლევან შონია და აბაშისა და მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ დავით დანელია გაეცნენ.

მინისტრი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად აბაშის რაიონში ჩავიდა, სადაც მუნიციპალიტეტმა ნაზიბროლა ოთხოზორიას დაზიანებული სახლის რემონტისთვის საშენი მასალა გამოუყო.

სტიქიის შედეგად რამდენიმე სახლი დაზიანდა მარტვილისა და წალენჯიხის რაიონებშიც, სადაც დაზარალებულებს თანხა და საშენი მასალები გადაეცათ.

Print