რეგიონი
დე ფაქტო აფხაზეთის საიმიგრაციო სამსახური 5 კატეგორიის ვიზას გასცემს
დე ფაქტო აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის დადგენილების თანახმად, ამიერიდან „საიმიგრაციო სამსახური“ ორის ნაცვლად, 5 კატეგორიის ვიზას გასცემს. „აფხაზეთის საგარეო უწყების“ ხელმძღვანელის კან ტანიას განცხადებით, პროექტი შემდეგი ტიპის ვიზებს ითვალისწინებს: დიპლომატიური, სამსახურებრივი, სტანდარტული, სატრანზიტო და დროებითი მობინადრე პირის ვიზა. სტანდარტულ სამუშაო ვიზას „სახელმწიფო მიგრაციის სამსახური“ გასცემს.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, ამავე შეხვედრაზე დამტკიცდა „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ სტრუქტურა. მას უწყების აპარატი, „რუსეთში, ვენესუელასა და სამხრეთ ოსეთში აფხაზეთის საელჩო და სამი სრულუფლებიანი (დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკაში, თურქეთსა და გერმანიაში) წარმომადგენლობა შეადგენს.

"ვიზების გაფორმება,ამ ეტაპზე, ფსოუს, ხოლო მოგვიანებით, ენგურის საკონტროლო - გამშვებ პუქტზე მოხდება", - თქვა კან ტანიამ.

Print