რეგიონი
საციგურაო მოედნის გახსნის ზუსტი თარიღი უცნობია
ზუგდიდის ყინულის სასახლეში ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს. ქალაქის მერიის ააიპ-ის სპორტის განვითარების დირექტორის გოჩა ჩიქოვანის განმარტებით, ტექნიკური თვალსაზრისით, საციგურაო მოედანს რთული დანადგარები ამუშავებენ და მცირე უზუსტობის შემთხვევაშიც კი პრობლემები იქმნება. მისივე თქმით, სწორედ აღნიშნული მიზეზების გამო დაგვიანდა ყინულის სასახლის გახსნა.

"ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები, რათა ყინულის სახლი ტექნიკურად მწყობრში ჩადგეს, თუმცა, როდის გაიხსნება ის, ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით", - აღნიშნა რადიო "ათინათთან" საუბრისას ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, საციგურაო მოედნის გახსნა 2014 წლის შემდეგ რამდენჯერმე დაანონსდა, თუმცა ეს დღემდე ვერ მოხერხდა. მოედნის მშენებლობა 2012 წელს დაიწყო, რისთვისაც 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

Print