სოფელ სერგიეთში ახალი საფეხბურთო სკოლა შენდება (ვიდეო)
14:09 / 10.02.2017
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში საფეხბურთო
სკოლის სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა
და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, სამეგრელო-ზემო
სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და აბაშისა და მარტვილის
მაჟორიტარმა დეპუტატმა ოთარ დანელიამ, მარტვილის გამგებელთან ერთად,
დაათვალიერეს.
ამ ეტაპზე სხვადასხვა კომპლექსურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოზე
30 ადგილობრივია დასაქმებული.
ახალი საფეხბურთო სკოლის ტერიტორიაზე სავარჯიშო დარბაზი, მედპუნქტი,
სასადილო, სამრეცხაო და ჩამოსული სპორტსმენებისთვის ოთახები
იქნება.
საფეხბურთო სკოლის რეკონსტრუქცია - რეაბილიტაცია 2016 წლის ნოემბერში
დაიწყო. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის მაისში იგეგმება.
პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები